ევროპის დღის აღსანიშნავად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟან მონეს კათედრა გაიხსნა. ეს არის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ახალი სასწავლო და კვლევითი სივრცე, რომელიც რეგიონში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობას მიზნად ისახავს. კათედრაზე სამი ახალი სასწავლო კურსი დაინერგება. დაგეგმილია, ახალგაზრდების ჩართულობა და კვლევების განხორციელებაც. კვლევით სივრცეში განთავსდება ლიტერატურა და ინფორმაცია ევროკავშირის შესახებ. დღესვე ღონისძიების ფარგლებში, მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე: „ევროპული ღირებულებები, ევროპული ინტეგრაცია და საქართველო",