ხელვაჩაურის სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში ტრადიცული სახალხო დღესასწაული „მაჭახლობა -2016“ აღნიშნეს. ღია ცის ქვეშ კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ასევე ადგილობრივი რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. სახალხო დღესასწაულზე დაჯილდოვდა საპატიო მაჭახლელი, საპატიო სტუმრებს კი საჩუქრები გადასცეს.