ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა, ამის შესახებ მან ცოტახნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა.
"დღეს „სინოფარმის“ ვაქცინით ავიცერი, რითაც ვფიქრობ გადავდგი ნაბიჯი წინ იმისათვის, რომ ჩემი ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ჩემს კოლეგებს და გარშემო მყოფ ადამიანებს უფრო მეტად მოვუფრთხილდე. ვთვლი, რომ ვაქცინაცია თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებაა და ვუერთდები იმ ადამიანების რიგებს ვინც მოუწოდებენ ვაქცინაციისკენ.
ამ წლის შემოდგომაზე თვითმმართველობის საკმაოდ კომპლექსური არჩევნები გველოდება. ამიტომ ჩემს კოლეგებს, მთელს საარჩევნო ადმინისტრაციას მივმართავ, - ჩვენს მიერ შემუშავებულ რეგულაციებთან ერთად, ვაქცინაცია კიდევ ერთი გარანტია იქნება ამომრჩეველთა დაცულობისა და ამ არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში წარმართვისთვის", - წერს ცესკოს თავჯდომარე.