ინდოეთში კოვიდ-19-ის მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა

07 მაისი 2021, 15:19 847 ნახვა

ინდოეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 414 ათას 188 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 21 ნახევარ მილიონამდე გაიზარდა.  ქვეყანაში ვირუსს კიდევ 3 ათას 915 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 234 ათას მიაღწია.  ინდოეთში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მილიონნახევარი ადამიანი დაინფიცირდა. თუმცა, სამედიცინო  სფეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ რეალური მდგომარეობა ოფიციალური სტატისტიკისგან განსხვავდება და ინფიცირების მაჩვენებელი 5-10 -ჯერ მეტია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი