ევროკავშირის მოსახლეობის მესამედმა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღო, ხოლო 12 პროცენტმა ორივე დოზა. ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში მრჩეველმა განაცხადა.
ევროკომისიაში ვარაუდობენ, რომ მოქალაქეთა 70 პროცენტი უკვე ივლისისთვის იქნება აცრილი. ევროპაში კოვიდ-19-ით 45 მილიონი ადამიანი დაავადდა, მათგან მილიონზე მეტი გარდაიცვალა.