ისრაელის პრეზიდენტმა ქვეყნის მთავრობის ფორმირება პარტია "ეშ ატიდის“ ლიდერს დაავალა. ამ პარტიამ 23 მარტის არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა. ლაპიდს ახალი კოალიციის შესაქმნელად 28-დღიანი ვადა აქვს. მთავრობა მან 2 ივნისისთვის უნდა წარმოადგინოს. ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და პარტია "ლიკუდის" ლიდერისთვის, ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის ახალი კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მიცემული 28-დღიანი ვადა 5 მაისს ამოიწურა. თუ ლაპიდი მომავალი 28 დღის განმავლობაში სამთავრობო კოალიციის შექმნას ვერ შეძლებს, გამოცხადდება ხელახალი არჩევნები, რომელიც ისრაელში მეხუთე გახდება ორნახევარი წლის განმავლობაში.