ვმუშაობთ სტუდენტებთან, მოსახლეობას რეგისტრაციის პროცესში რომ დავეხმაროთ - ეკატერინე ტიკარაძე

06 მაისი 2021, 13:52 1052 ნახვა

გეთანხმებით, რეგიონებში ინტერნეტის წვდომა ნაკლებია, ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ სტუდენტებთან, მოსახლეობას რეგისტრაციის პროცესში რომ დავეხმაროთ- უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, დღეს, იმ ადამიანებს, ვისაც არც ინტერნეტთან წვდომა აქვთ და არც იმის საშუალება, სხვას სთხოვონ დახმარება შესაბამის კლინიკაში ვიზიტის დასაჯავშნად.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სტუდენტებისგან შეიქმნება ვაქცინაციის ოფიცრების ჯგუფი, რომლებიც სპეციალური მოწყობილობებით ხელს შეუწყობენ იმ საზოგადოების ნაწილის რეგისტრაციას, ვისთვისაც ეს პროცესი არის რთულად ხელმისაწვდომი. 

" გარკვეულწილად ეს არის 55 წელს ზემოთ მოსახლეობის ნაკლებ აქტივობის მიზეზი. ასევე ვმუშაობთ ადგილობრივ თვითმმართველობებთან. მათ ადგილობრივი რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ, რომ დროულად მოხდეს მოსახლეობის სწორი ინფორმირება, როგორც ვაქცინაციის პროცესის მიმართ, ასევე უსაფრთხოებაზე"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი