მალტაში სადარბაზოს კამერამ, სავარაუდოდ ქურდობისთვის შეპარული ორი ქართველი დააფიქსირა.
ვიდეო ტიკ -ტოკზე ერთ-ერთმა მალტურმა გვერდმა განათავსა წარწერით, „სავარაუდო მძარცველების ვიდეო, რომლებიც მიხვდნენ, რომ იღებდნენ“.
მიმდინარე წლის 9 თებერვალს ევროპის ქვეყნებში სპეცოპერაციის დროს საქართველოს 45 მოქალაქე დააკავეს.
უცხოური მედიის თანახმად, ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიება 2015 წელს დაიწყო, ხოლო დაკავებულებს 2020 წლის შემოდგომიდან უთვალთვალებდნენ.