პრემიერ-მინისტრი ტრამპს გამარჯვებას ულოცავს

09 ნოემბერი 2016, 00:00 3287 ნახვა

დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს პრემიერ-მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, განაგრძოს თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან. „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება ორი ქვეყნის ინტერესებს. მოწოდებული ვართ, განვაგრძოთ თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან მშვიდობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად ჩვენს ქვეყნებში, რეგიონში და მის მიღმა”, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი