დონალდ ტრამპს გამარჯვებას მსოფლიო ლიდერები ულოცავენ. „ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის რწმენის ერთობლივ ღირებულებებს ეფუძვნება. ევროკავშირი და აშშ წლების განმავლობაში ერთად მუშაობდნენ, რათა მოსახლეობის მშვიდობა და კეთილდღეობა უზრუნველეყო, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებში, არამედ მთელი მსოფლიოს ირგვლივ,“- ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერის ერთობლივი წერილში. დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ს ახალ პრეზიდენტს მალე შეხვდება და ის 2017 წლის ბრიუსელის სამიტზე მიიწვია. “თურქეთი ულოცავს გამარჯვებას დონალდ ტრამს და მოუწოდებს ფეთჰულა გიულენის ექსტრადირებისკენ”, - წერს თურქეთის პრემიერი. რუსეთის პრეზიდენტიც ულოცავს დონალდ ტრამპს გამარჯვებას. ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიალოგი როგორც რუსეთის, ისე აშშ-ის ინტერესებში შედის.