ხანძრით დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ

03 მაისი 2021, 14:49 1068 ნახვა

ხანძრის შედეგად დაზარალებული 8 ოჯახი დახმარებას ითხოვს. გვიყვებიან, რომ მერიამ დროებით ალერნატიული საცხოვრებელი შესთავაზა,  დაზიანებული საცხოვრებელიც ამ დაპირების გამო  დატოვეს, თუმცა ქირის ფული თვითმმართველობამ  მათ არ გადაუხადა. რაც შეეხება სახლს, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, და სადაც ახლა ცხოვრობენ,   დაზარალებულებმა გვითხრეს, რომ საყოფაცხოვრებო ინვენტარი დაზიანებულია, ისევე როგორც ჭერი, რომელიც მათი განცხადებით,  წყლის ჭავლმა ცეცხლის ჩაქრობის დროს დააზიანა. მერიაში განაცახდეს, რომ დაზარალებული 8 ოჯახიდან  თვითმმართველობას მხოლოდ ერთმა მიმართა, რომელსაც  როგორც პრესამსახურში გევუბენბიან, შესაბამისი დახმარება გაეწია. ცნობისთვის, ბათუმში პუშკინის  ქუჩაზე ორსართულიან საცხოვრებელ სახლში  ხანძარი 7 მარტს გაჩნდა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი