კახი კავსაძე საბურთალოზე მეუღლის ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალეს. რუსთაველის თეატრიდან კი, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, საზოგადოებამ მსახიობი უკანასკნელი ტაშით გააცილა.
დაკრძალვას და პანაშვიდს, მათ შორის მისი კოლეგების გარდა, პოლიტიკოსებიც ესწრებოდნენ.
კახი კავსაძე საერთაშორისოდ აღიარებული თეატრისა და კინოს ლეგენდა გახლავთ, რომელმაც არაერთი ეპოქალური პერსონაჟი ითამაშა და შექმნა. იგი 85 წლის იყო.