გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი დღით დღეს 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს, ნაცვლად 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდისა.2-დან 4 მაისის ჩათვლით სასაფლაოებზე გასვლა იკრძალება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაფლაოების ტერიტორიაზე შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით. მათივე ცნობით, აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე. ამასთან 3-დან 12 მაისის ჩათვლით ქალაქებში არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. უქმე დღეების პერიოდში სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიებისთვის დამატებითი შეზღუდვა არ ვრცელდება.