რუსთავის აზოტში დასაქმებულების პროტესტი გრძელდება. კომპანია აცხადებს, რომ გაფიცულ თანამშრომელთა მხრიდან სათანადო მზაობის შემთხვევაში, კომპანია მზად არის მათთან კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში მუშაობა გააგრძელოს.
,,რუსთავის აზოტის“ თანამშრომლების გარკვეული ნაწილი ხელფასების 50%-ით გაზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავს.