ბათუმის საერთშორისო საკონტეინერო ტერმინალში დასაქმებულები დამსაქმებლისგან შვებულების გამოყენებას, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას, დასაქმებულთა კვების თანხის გაზრდას და ზოგადად სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათ დღეს აქცია გამართეს, რადგან მათივე მტკიცებით, კომპანიას აქციის ჩატარებამდე არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათ სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა.
აქციის მონაწილეების თქმით, კომპანია ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას არ ითვალისწინებს.
დამსაქმებელი დღეს მათ არ გასაუბრებია, კომპანიის ხელმძღვანელობამ არც მედიასთან გააკეთა კომენტარი.