რატომ ტოვებს ხალხი კირნათს

30 აპრილი 2021, 20:04 977 ნახვა

მიგრაცია სოფლიდან ქალაქად და მოსახლეობისგან დაცლილი კირნათი-მარადიდის ისტორიული არეალი. მდინარე ჭოროხზე ჰესის აშენების პარალელურად  კომპენსაციის თანხებით, მოქალაქეების ნაწილმა  ხელვაჩაურსა და ბათუმში მიწები და ბინები შეიძინა. მაღალი ტენიანობის გამო ხეობაში სახლები ხშირად ნისლითაა დაფარული. 

ნესტიან სოფელში ცხოვრება, მათთვის რთულია. ვინც კომპენსაცია ვერ აიღო, დავის მიუხედავად ქონება იძულებით ჩამოართვეს და სოფელიც ხელცარიელმა დატოვა.

იქ მცხოვრებლებისთვის მთავარი შემოსავლის წყარო ადგილზე წარმოებული პროდუქციაა, თუმცა, როგორც ამბობენ ჰესის მშენებლობის შემდეგ მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის დამატებითი სამუშაო ადგილები არ გაჩენილა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი