ჩინური ვაქცინები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, სავარაუდოდ, დღეს მიიღებს. სპეციალისტების ინფორმაციით, სინოფარმასთან და სინოვაკთან დაკავშირებით პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობაა, რადგან კვლევის შედეგები სრულყოფილად არსად გამოქვეყნებულა.
საქართველოში უკვე შემოსულია სინოფარმის 100 000 დოზა, ხოლო საჩუქრად გადმოცემულ სინოვაკის 100 000 დოზას ქვეყანა ჯერ კიდევ ელოდება.
იმუნიზაციის საბჭოს წევრის ივანე ჩხაიძის განმარტებით, 45 ქვეყანა იყენებს სინოფარმის ვაქცინას და მისი სანდოობა დადასტურებულია. იმედოვნებს, რომ ავტორიზაციას ვაქცინა ჯანმოსგანაც მიიღებს.