,,თუ ოპოზიცია ქართული ოცნების მიერ შემუშავებულ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, ეს იქნება შეთანხმების წინააღმდეგ წასვლა“ -ასე ფიქრობენ მმართველ პარტიაში, სადაც ირწმუნებიან, რომ მათ მიერ მომზადებული დოკუმენტი არ შეეხებათ იმ ადამიანებს, ვინც ივნისის მოვლენების დროს მიზანმიმართულად დაუზიანა ჯანმრთელობა აქციის მონაწილეებს. ოპოზიციაში ამის არ სჯერათ და აცხადებენ, რომ სახელისუფლებო პარტიის კანონპროექტი ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ვის და რატომ არ მოსწონს დოკუმენტი? ვინ რა გაიგო კანონპროექტებიდან და ვისთვის სულერთია რომელი პოლიტიკური ძალის მომზადებული კანონპროექტი მოიპოვებს მხარდაჭერას.