იქმნება წამლის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც განახორციელებს ადგილობრივი და იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის შესწავლას - ეკატერინე ტიკარაძე

28 აპრილი 2021, 14:24 639 ნახვა

იქმნება წამლის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც განახორციელებს როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის შესწავლას, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში განაცხადა.

მისივე თქმით, უკვე მობილიზებულია შესაბამისი ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურა.

„ამ დრომდე მედიკამენტების ხარისხის შემოწმებისთვის ჩვენ გვიწევს ევროპის ლაბორატორიებისთვის მიმართვა, რაც მნიშვნელოვანი ბარიერია მედიკამენტების ხარისხის უწყვეტი კონტროლისთვის. წამლის ლაბორატორიის შექმნისთვის უკვე მობილიზებულია შესაბამისი ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურა. მედიკამენტების ხარისხი, უსაფრთოხების და ეფექტურობის გარდა, ფასის რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ზემოხსენებული კონტროლის პროცესები იქნება მაქსიმალურად ინტენსიური და გამჭვირვალე, რათა საბოლოოდ დასრულდეს კულუარული ლობირება, რომელიც სრულებით არ ემსახურება ჩვენი მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი