„ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, რომ „ფაიზერის" მილიონამდე დოზას მივიღებთ“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანა ივნისში „სინოფარმის" 250 ათას დამატებით დოზას მიიღებს. ასევე ცნობილი გახდა, რომ 18 წელს ზემოთ მოქალაქეები ჩინური "სინოფარმის" ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით რეგისტრაციის გავლას დღეიდან შეძლებენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს თქვა, რომ ეპიდ ვითარება მძიმდება, თუმცა საიმედოა, რომ პირბადეების გამოყენების მაჩვენებელმა მოიმატა.