თბილისში ნარკორეალიზაციის სქემაში ბავშვი ჰყავდათ ჩართული - სპეცოპერაცია ფონიჭალაში

27 აპრილი 2021, 15:13 1039 ნახვა

თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ამ წუთებში, სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულს უკავშირდება, რომელშიც მცირეწლოვანი ბავშვიც იყო ჩართული. 

დაკავებულია სამი პირი, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში დამატებითი განმარტებები მოგვიანებით გაკეთდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში