საქართველოს რკინიგზა სააღდგომოდ ბათუმის მიმართულებით რეისებს ამატებს

27 აპრილი 2021, 13:50 1128 ნახვა

''საქართველოს რკინიგზა'' სააღდგომო დღეებში ბათუმისა და სენაკის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. კომპანიის განმარტებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო რეისები 29, 30 აპრილსა და 1 მაისს დაემატება.

დამატებითი რეისი თბილისიდან ბათუმის მიმათულებით 07:25 საათზე გამოვა და ბათუმში დღის პირველ საათზე ჩამოვა, ხოლო ბათუმიდან 13:40 საათზე გავა და თბილისში 19:12 საათზე ჩავა.

''გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით.

ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.

პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება'' - აღნიშნულია განცხადება

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი