ინფრაქტრუქტურული პრობლემები ქედის მუზეუმში

26 აპრილი 2021, 12:24 704 ნახვა

ქედის ისტორიული მუზეუმი რეაბილიტაციას საჭიროებს. დაზიანებულია შენობის კედლები და იატაკი. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქედის მუზეუმი ალტერნატიულ ფართში უნდა გადასულიყო, ამისთვის კი ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე, მერიამ შენობის რეაბილიტაცა გასულ წელს დაიწყო, თუმცა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ვერ დაასრულა, რის გამოც მერიამ მას ხელშეკრულება შეუწვიტა. ქედის მერის მოადგილის ინფორმაციით, დარჩენილი სამუშაოებისთვის ტენდერი კი, სავარაუდოდ, ზაფხულში, ბიუჯეტიდან დარჩენილი ეკონომიების ხარჯზე გამოცხადდება. სამუშაოებისთვის ჯამში 300 ათასი ლარია გათვალისწინებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი