რესპუბლიკური პარტიაში შიდა კონსულტაციების შემდეგ ბათუმის ორგანიზაციის ახალ თვმჯდომარეს აირჩევენ - ამის შესახებ ჩვენთან საუბარში ირაკლი ჩავლეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პარტიული თანამდებობა ზაურ ახვლედიანმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. თუმცა წავა თუ არა ახვლედიანი პარტიიდანაც, გადაწყვეტილებას ამ დრომდე არ ასაჯაროვებს. ეროვნულ კომიტეტში რამდენიმე წევრის ბათუმის პარტიული ორგანიზაციიდან წასვლის შესახებ იმსჯელეს, თუმცა როგორც ირაკლი ჩავლეიშვილი აცხადებს, მათ შორის არ არიან ცნობილი სახეები.