სამოქალაქო განათლების პროგრამა „ მომავლის თაობამ “ ბოლო სამი წლის მუშაობა შეაჯამა. განათლების ხელშეწყობის პროექტში აჭარიდან 200-მდე სკოლაა ჩართული. პროგრამა უკვე 11 წელია მუშაობს. „მომავლის თაობის“ პროგრამით სკოლებში მოსწავლეებით დაკომპლექტებული კლუბებია შექმნილი, რომლებსაც უტარდებათ ტრენინგები და თავად იღებენ მონაწილეობას სამოქალაქო ინიციატივების პროექტების შექმნაში.
რამდენიმე სკოლამ პროექტის დაფინანსების მოპოვება და განხორციელება შეძლო. დღეს გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე კი მოსწავლეებს პროგრამის ორგანიზატორებმა გამოჩენილი აქტიურობისა და შრომისთვის სიგელები და პლანშეტები გადასცეს. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოა.