"ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურა წარადგინა.
"აქვე მინდა გაცნობოთ, რომ „ქართული ოცნების“ სახელით პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად პარლამენტს წარედგინება კახა კუჭავას კანდიდატურა. მას აქვს საპარლამენტო მუშაობის გამორჩეული გამოცდილება, ასევე აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გამოცდილება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მან სათანადოდ განახორციელოს სპიკერის ფუნქციები. წარმატებებს ვუსურვებ კახა კუჭავას ამ ახალ პოზიციაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცვლილების შესახებ ცნობილი უმრავლესობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გახდა, სადაც არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა.