ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად დადგინდა, რომ საერთო სასამართლოებიდან 11 მოსამართლეს განათლების დამადასტურებელი არასრულყოფილი დიპლომი აქვთ. კვლევის ავტორების ინფორმაციით, 5-ს დიპლომთან დაკავშირებით განსაკუთრებული პრობლემა აქვს. აღმოჩნდა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა ბაკალავრის ხარისხიც კი ვერ დაუდასტურა. 6 მათგანთან მიმართებით კი მაგისტრის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები გამოიკვეთა. 11-ვე მოსამართლემ ხარისხის დამადასტურებელი ცნობა სასამართლოს გზით მოიპოვა. კვლევა ჩატარდა მოსამართლეემის მიერ შევსებულ დეკლარაციებთან დაკავშირებით