თანამდებობა ოდესის ოლქის პოლიციის უფროსმაც დატოვა. გიორგი ლორთქიფანიძემ შესაბამისი განცხადება ძალოვანი უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნა. იგი თანამდებობიდან წასვლის მიზეზს არ ასახელებს. ის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მუშაობდა. მას საქართველოს პროკურატურა 2011 წლის 26 მაისის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავება. ლორთქიფანიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით წაუყენეს.