ექსპრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურენ ნაციონალურ მოძრაობაში. პარტიაში მიხეილ სააკაშვილის ამგვარ გადაწყვეტილებას ელოდნენ, თუმცა არა ამ ვადებში. ფიქრობენ, რომ სააკაშვილის ეს ნაბიჯი უკრაინაში არსებულმა სოციალურ-პოლიტიკურმა მდგომარეობამ განაპირობა. პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ სააკაშვილმა მონაწილეობა უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს.