გართულებული ეპიდვითარების ფონზე, მზადება ტურისტული სეზონისთვის. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები - თურქეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან სრულდება. სამიზნე ქვეყნებთან კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
კერძო სექტორი მზადაა, 2021-ს ზაფხულის სეზონისთვის, თუმცა, როგორი იქნება ზაფხული წელს აჭარაში პროგნოზების გაკეთება უჭირს ტურიზმის დეპარტამენტს. შარშან აქცენტი ზღვაზე დასვენებაზე მეტად მთაზე გაკეთდა.
ტურიზმის სექტორი ითხოვს არსებული შეზღუდვების შემსუბუქებას, თუნდაც ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას.