ბათუმში ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორია მოწესრიგდება

21 აპრილი 2021, 13:09 885 ნახვა

ბათუმში, თამარის დასახლებაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ჩეხი ექსპერტები იმუშავებენ. ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და აჭარის ფინანსთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. უცხოელი ექსპერტები ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე კვლევას ჩაატარებენ  და ტერიტორიას მოაწესრიგებენ.  ამ ადგილზე წლების განმავლობაში დაგროვდა სხვადასხვა ტიპის ნარჩენები, რამაც რთული ეკოლოგიური ვითარება შექმნა. ვიზიტის ფარგლებში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჩეხეთის საელჩომ კლინიკას 190 ათასი ევროს ღირებულების სამედიცინო აპარატურა გადასცა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი