შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში

20 აპრილი 2021, 18:08 1099 ნახვა

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და ახლა იწყება ეტაპი, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიაროს ევროინტეგრაციის კუთხით - ეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებაა, რომელიც მან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს  შეთანხმების დოკუმენტზე, რომელიც შარლ მიშელის განცხადებით, საფუძველს უქმნის კარგ რეფორმებს. სიტყვების დრო დასრულდა,  და ახლა საქმის დრო დაიწყო - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

რამდენიმე წუთში შარლ მიშელს პარლამენტში რიგგრეშე სესიაზე ელოდებიან,  ევროპელი პოლიტიკოსი შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილსაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი