შეთანხმება ბევრს ნიშნავს პოლიტიკური წინსვლისთვის, საზოგადოება გადაღლილია პოლარიზაციით, დაპირისპირებით - პრეზიდენტი

20 აპრილი 2021, 17:00 952 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

დღეს ახალი ხელმოწერებია დოკუმენტზე, რაც ნიშნავს, რომ ის დინამიკა, რაც  გუშინ დაიწყო გაგრძელდება და მივიღებთ სრულყოფილ შედეგებს და ეს ყველას გამარჯვებაა. განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეთანხმება, რომლესაც ხელი მოეწერა ძალიან ბევრს ნიშნავს შიდა პოლიტიკური წინსვლისთვის.

"მას აქვს დიდი მნიშვნელობა საზოგადოებისთვის, რომელიც დაღლილია პოლარიზაციით, დაპირისპირებით და გაუთავებელი არეულობით და თუნდაც შეურაცხყოფილი. ამიტომ დღეს საზოგადოებამ ამოისუნთქა და გრძნობს, რომ ეს არის მისთვის გამარჯვების დღე.

 

პოლიტიკურმა შეთანხმებამ უკვე გამოიტანა შედეგები ეს არის ინსტიტუტების გაძლიერება, ეს არის პარლამენტის გაძლიერება, რომლეიც არის უკვე მრავალპარტიული პარლამენტი. პარლამენტი, რომლესაც შეუძლია იყოს არა დაპირისპირების ადგილი, სიძულვილის და ლანძღვის, არამედ ადგილი, სადაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და გამოწვევები განიხილება და გადაილახება"-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე განმარტებით, ის უფლებები რაც ოპოზიციას დღეიდან ენიჭება საქართველოს პარლამენტში, ნიშნავს, რომ ის დგას სხვა ევროპულ ქვეყნებთან უმაღლეს დონეზე.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გაძლიერდა პრეზიდენტის ინსტიტუცია.

"ის ფაქტი, რომ მთლიანად ოპოზიცია აქ შეიკრიბა ხელმოწერისთვის ეს უბრუნებს პრეზიდენტს თავის ნამდვილ როლს, ნდობას და იმ პატივისცემას, რის გარეშეც ის ვერ შეასრულებს თავის როლს. 

პოლიტიკურ შეთანხმებაში დევს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტები, საფუძველი ეყრება სასამართლო და საარჩევნო სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებას. ის რაც მოხდება მომავალში, ამ რეფორმებით, ჩვენ მივიღებთ ბევრად უფრო მაღალი დონის საარჩევნო და სასამართლო სისტემას, რომელიც იქნება პრაქტიკაში გადატანილი ოქტომბერში.

 

არანაკლები შედეგია ამ შეთანხმების საგარეო ურთიერთობის კუთხით. ის ასახავს მჭიდრო კავშირს საქართველოს და ევროკავშირს შორის"-განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განმარტებით იწყება ახალი ეტაპი საქართველოს და ევროკავშირს შორის. რაც ნიშნავს ბევრად უფრო მეტ თანამშრომლობას ეკონომიკაში, ინვესტიციების მოზიდვაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

"დასრულდა სიტყვების დრო და დაიწყო საქმის დრო. ქვეყანა და ევროპა გველოდება. საქართველო, შემიძლია ვთქვა, მზად არის"-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი