ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოშია. თვითმფრინავი, რომლითაც ის მგზავრობდა, თბილისის საერთაშორისი აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
მას აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დახვდნენ.
მიშელი მორიგი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს, როგორც პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან, ასევე, ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან.