ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიისა და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. გენერალი ჯონ ნიკოლსონი მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას და ქართველ ჯარისკაცებს იმ წვლილისთვის, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეაქვთ. ნიკოლსონმა შავ ზღვასთან მიმართებაში ნატო-ს გეგმებზეც ისაუბრა.