რამდენიმე საათში საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩამოვა .ბოლო თვენახევარში შარლ მიშელის ეს უკვე მეორე ვიზიტია ჩვენს ქვეყანაში. მიშელმა ჩამოსვლა გუშინ, 19 აპრილს მას შემდეგ დააანონსა, რაც ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ორბელიანების სასახლეში ონლაინ ჩართვის დროს მან თქვა, რომ ვიზიტის მიზანი მომდევნო ნაბიჯები იქნება, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს გააძლიერებს .