გიორგი რურუას და ნიკა მელიას გათავისუფლება ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა, რომ ოპოზიცია აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდეს. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის - "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთმა ლიდერმა მედეა ვასაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარე საკითხებზე პოზიციას რამდენიმე დღეში დააფიქსირებენ.
"გაერთიანებული ოპოზიცია შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე. გარკვეულ წილად ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერით რაღაც ლაგდება, რამდენიმე დღეში ჩვენი პოზიცია იქნება დაფიქსირებული, თუმცა ამ ყველაფერს უნდა უსწრებდეს რურუასა და მელიასა გათავისუფლება, ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა, რომ ჩვენ აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდეთ.
ვფიქრობ, რომ ამ ხელშეკრულების პირობების დარღვევას აღარ ექნება ადგილი და გამოიძებნება, სამართლებრივი გზები, რურუას შემთხვევაში გაცილებით ადვილია შეწყალება, რაც შეიძლება პრეზიდენტმა გააკეთოს. ნიკა მელიასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რაღაც გზა გამოიძებნება", - განაცხადა მედეა ვასაძემ.