“საქართველოს მთავრობაში იქნებიან ახალი სახეებიც, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა კი დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი“, განცხადა- გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და ირაკლი ლექვინაძის მინისტრთა კაბინეტში შესაძლო მოხვედრა გამორიცხა. მთავრობის შემადგენლობის საკითხს გამოეხმაურა განათლების მინისტრიც. ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, მთავრობას უფლებამოსილება ეხსნება - პრემიერმინისტრი და მინისტრები დროებით მოვალეობის შემსრულებლები ხდებიან, რის შემდეგაც ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული პროცედურები დაიწყება.