ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ვაქცინაციისთვის შექმნილ სპეციალურ პორტალზე, 18+ ასაკის ადამიანებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო.
"წინასწარი რეგისტრაციის მიზანია სწრაფად და დაუყოვნებლივ მივიღოთ ინფორმაცია COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ. ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას", - წერია რეგისტრაციის პორტალზე.
ამ დროისთვის (19:40 საათი) ვებგვერდზე 14 128 ადამიანია რეგისტრირებული.
უახლესი მონაცემებით, რეგისტრირებულთა უმეტესობა უპირატესობას "ფაიზერის" ვაქცინას ანიჭებს. მეორე ადგილზეა - "მოდერნა" მესამეზე კი "ასტრაზენეკა"
პირადი მონაცემების შევსების დროს, მსურველებს ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ეძლევათ. რეგისტრაციისას მომხმარებელს შეუძლია მაქსიმუმ სამი ვაქცინა აირჩიოს.
რეგისტრაციის გავლა პორტალზე www.moh.gov.ge-ზეა შესაძლებელი.