„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომ ხელს მოაწერს მედიატორების მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტს.
,,ხელს ვაწერ მომლაპარაკებლების მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების ტექსტს სამი რამის გამო:
1. ახალ დოკუმენტში დევს პოლიტპატიმრების გათავისუფლების კონკრეტული მექანიზმები
2. ვითვალისწინებ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების აზრს
3. არის შანსი შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნები ჩარატდეს სრულად პროპორციულად და დაბალი ბარიერით, რამაც უნდა დაასრულოს არსებული პოლარიზაცია და ერთპარტიული მმართველობა"- წერს ზურაბ ჯაფარიძე.