ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბეტონის ფილების ნაცვლად ასფალტის საფარი დაიგება. ასევე განხორციელდება სანიაღვრე არხისა და ჭების მონტაჟი. ამ დროისთვის სამუშაოები ვაჟა-ფშაველასა და მელიქიშვილის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში მიმდინარეობს, რის გამოც, სატრანსპორტო მოძრაობის ცალმხრივი შეზღუდვა 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, ბაგრატიონის ქუჩა ეტაპობრივად გადაიკეტება. ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 9 მილიონამდე ლარი გამოიყო.