საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ნიკა წურწუმიას ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან დანაშაულის აღიარების ფაქტს უარყოფს. ადვოკატის აცხადებს, რომ ნიკა წურწუმიამ მხოლოდ ბოდიში მოუხადა იმ ადამიანებს, ვისაც მისი ქმედების გამო ზიანი მიადგა და გარკვეული დისკომფორტი შეუქმნა. ბრალდებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს.