ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი პორტის მიმდებარედ, ჯერ გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა, შემდეგ კი სავალი ნაწილის მეორე მხარეს გადავარდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო, სახანძრო და სამაშველო ბრიგადები.
შემთხვევის გამო გზაზე გადაადგილება დროებით შეფერხებული იყო.