ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

06 ნოემბერი 2016, 00:00 4752 ნახვა

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ინცინდენტი დღეს, რესტორან “ვოქსის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით მამაკაცს ფეხებში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. დაჭრილი ქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში, სასწრაფო დახმარების მისვლამდე, ტაქსით გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია, ეჭვმიტანილის დასაკავებლად კი სამძებრო ღონისძიებები ტარდება. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

ამავე კატეგორიაში