"საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულ ნიკოლოზ წურწუმიას სასამართლო პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე ბრალდებულისთვის 30 000 ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა წურწუმია ხმოვანი პისტოლეტით საქართველოს ბანკის ექსპრეს სერვის ცენტრში შეიჭრა და მძევლებად 4 თანამშრომელი აიყვანა.