შუახევის კულტურის ცენტრმა გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის მე- 11 საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე ქართველ და უცხოელ მეცნიერებს და შემსრულებლებს უმასპინძლა. კონცერტზე, ქართველ მოცეკვავეებთან ერთად, მაყურებლის წინაშე, უცხოეთიდან ჩამოსული მუსიკოსებიც წარსდგნენ. სტუმრები ადგილობრივ მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ შემოქმედებას და ეთნოგრაფიას გაეცნენ.