სარალიძის განზრახ მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდეს ბრალი წარუდგინეს - პროკურატურა 

16 აპრილი 2021, 16:05 1000 ნახვა

პროკურატურამ დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდეს ბრალდება წარუდგინა და მისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. 

''გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩა N4-ში არსებული საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ფიზიკური დაპირისპირების დროს გ.ჯ.-მ, მ.კ.-მ და გ.მ.-მ, ბასრი საგნების გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, ჯგუფურად, 12 ჭრილობა მიაყენეს, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად დავით სარალიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა'' - წერია განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა გიორგი მენაბდე 14 აპრილს დააკავეს. ის დეკანოზ შიო მენაბდის შვილია. დავით სარალიძის მამა მას, სავარაუდო მკვლელებს შორის მოიაზრებდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში