ხელმისაწვდომი საცხოვრისის პირველ ეტაპზე 111 აპლიკანტი შეირჩა

15 აპრილი 2021, 12:30 871 ნახვა

,ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამაში მონაწილეთა დოკუმენტაციას ,,საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“ შეისწავლის.ტენდერში გამარჯვებული კომპანია აპლიკანტი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლას, ანკეტის შევსებას, აპლიკანტი ოჯახების მონაცემთა ბაზის შექმნასა და სარეიტინგო ქულების მინიჭებას უზრუნველყოფს.პირველ ეტაპზე 111 აპლიკანტი შეირჩა,  რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლას ორი თვე სჭირდება. აპლიკანტები ბინებს ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე 4 ხუთსართულიან კორპუსში მიიღებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი