გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის XI-ე საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ღონისძიების ფარგლებში სამეცნიერო კონფერენცია, კონცერტები და ფილმების ჩვენება მოეწყო. ფესტივალი აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.