ვინ შეინარჩუნებს მინისტრის თანამდებობას რეგიონის მთავრობაში და უნდა ველოდოთ თუ არა ახალ სახეებს?-თემა აქტუალურია, თუმცა დეტალები ჯერ ისევ უცნობი. კანონის თანახმად, ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას მხარი, მე-4 მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრებმა უნდა დაუჭირონ. სამთავრობო გუნდს ზურაბ პატარაძე წარადგენს, რომელსაც მმართველ პარტიაში ისევ მთავრობის თავმჯდომარედ მოიაზრებენ.